თავში

ეგვიპტე და საბერძნეთი ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას ქმნიან

ეგვიპტე და საბერძნეთი ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას ქმნიან
ეგვიპტე და საბერძნეთი ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას ქმნიან

ეგვიპტე და საბერძნეთი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში, ორ ქვეყანას შორის მდებარე მონაკვეთზე ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნას ითვალისწინებს. 

„ეს შეთანხმება უფლებას აძლევს ორივე ქვეყანას, მაქსიმალურად გამოიყენონ ამ ეკონომიკურ ზონაში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგი“, - განაცხადა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი სამეჰ შუკრიმ კაიროში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც მისი ბერძენი კოლეგა, ნიკოს დენდიასიც ესწრებოდა.

„ეგვიპტესთან შეთანხმება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში შედგა, გათვალისწინებულია სამართლის ყველა კონცეფცია, ზღვის კანონი და კეთილმეზობლური ურთიერთობები, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას”, - აღნიშნა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დენდიასიმ.

ცნობისთვის, ზღვის აღნიშნულ მონაკვეთში, სადაც ორი ქვეყანა ერთობლივ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას ქმნის, ნავთობისა და გაზის მარაგებია განთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system