თავში

ეკატერინე ტიკარაძე: ქართული პირბადის ხარისხი ეჭვგარეშეა

ეკატერინე ტიკარაძე: ქართული პირბადის ხარისხი ეჭვგარეშეა
ეკატერინე ტიკარაძე: ქართული პირბადის ხარისხი ეჭვგარეშეა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით შეკერილი პირდაბეები აკმაყოფილებს იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს მსგავსმა პირბადემ. 

როგორც მინისტრმა დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, პირბადეების დამზადების პროცესში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურად იყო ჩართული.

"პირბადეებთან დაკავშირებით იყო არაერთი მიმოთქმა, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების მიცემის კუთხით, ჩვენ ასევე გავიარეთ კონსულტაციები ამ პირბადეებთან დაკავშირებით და იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ პირბადემ, სრულიად აკმაყოფილებენ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ცნობისთვის, ქართული პირბადეების ვიზუალიც და ხარისხიც მოიწონა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემაც, პაატა იმნაძემაც.

შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყო მსჯელობა ქართული წარმოების პირბადეების ვიზუალურ მხარეზე, გამოითქვა უკმაყოფილება, რომ ის არ არის ხარისხიანი.

ცნობისთვის, ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში 50 თეთრად გაყიდვა გუშინ დაიწყო.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ქართული წარმოების, 12-შრიანი დოლბანდისგან დამზადებული, მაღალი ხარისხის და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დროული მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system