თავში

ეკონომიკა პანდემიის მძევლად რჩება

ეკონომიკა პანდემიის მძევლად რჩება
ეკონომიკა პანდემიის მძევლად რჩება

"ეკონომიკაში ნამდვილად არ არის იოლი მდგომარეობა. სანამ საბოლოოდ არ იქნება დამარცხებული ეს პანდემია, მანამდე ჩვენი ეკონომიკა და თითოეული ჩვენთაგანის ეკონომიკური კეთილდღეობა იქნება მძევალი აღნიშნული მდგომარეობის," - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ დღეს მედიაჰოლდინგ "კვირაში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური კრიზისი დიდწილად გამოწვეულია გარე ეკონომიკური ფაქტორებით. არჩვაძე ამბობს, რომ ქვეყანას თავად მოუწევს სახელმწიფო ვალების გასტუმრება, რომლის სიმძიმე სულ უფრო და უფრო მეტად იქნება საგრძნობი.

"ყველაფერი დამოკიდებულია იმ რესურსის სიდიდეზე, რომელიც გააჩნია ქვეყანას ამ კონკრეტულ მომენტში. ჩვენი ქვეყანა არის სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო, ამიტომ საზოგადოების წევრების მდგომარეობის დაცვაზე, შენარჩუნებაზე და გაუმჯობესებაზე ზრუნვა ხელისუფლების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ყველაფერი დამოკიდებულია რესურსების რაოდენობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შეზღუდული რესურსები გვქონდა სახელმწიფო იძულებული გახდა გარე წყაროებიდან მოეზიდა სახსრები და ამან გამოიწვია თითქმის 16 პროცენტული მუხლით სახელმწიფო ვალის გაზრდა, კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და ფაქტობრივად გადალახა სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. შემდგომი ამ მიმართულებით წასვლა კონტრპროდუქტიული იქნებოდა იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, სახელმწიფოს თავად მოუწევს ამ ვალების გასტუმრება, რომლის სიმძიმე სულ უფრო და უფრო მეტად იქნება საგრძნობი", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system