თავში

ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება

ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება
ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება

საქართველოს პრემეირის განცხადებით, ეკონომიკის გახსნა მომავალი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება და ეტაპებს შორის 2 კვირიანი პერიოდი იქნება.

ეკონომიკური გახსნის პირველი ფაზა ორშაბათიდა, 27 აპრილიდან დაიწყება და ავტომობილებით გადაადგილება დასაშვები გახდება, გაიხსნება აგრარული ბაზრები.

პრემიერის განმარტებით, მეორე ეტაპზე შესაძლებელია ამუშავდეს შემდეგი ბიზნესსუბიექტები:

- მშენებლობა; 

- მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;

- სამშენებლო მასალების წარმოება; 

- ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად; 

- კომპიუტერების პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი; 

- სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. 

გახარიას ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეკონომიკის გახსნის მესამე ეტაპზე სავაჭრო მოლების გარდა საცალო და საბითუმო მაღაზიები გაიხსნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მესამე ეტაპის გახსნა შეეხება ღია ტიპის ბაზრობებს, წარმოებებს და საგამომცემლო საქმიანობას. 

რაც შეეხება, ეკონომიკის გახსნის შემდეგ სამ ეტაპს, დროში მათი გადანაწილენა ასეთია:


ცნობისთვის, მთავრობის მეთაური არ გამორიცხავს, რომ გარკვეული შეზღუდვები, რომელიც პანდემიის პირობებში დაწესდა, წლების განმავლობაში დარჩეს.

შეგახსენებთ, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system