თავში

ეკონომიკა სავადმყოფოდან სამკურნალოდ სახლში გადაიყვანეს - სოსო არჩვაძე

ეკონომიკა სავადმყოფოდან სამკურნალოდ სახლში გადაიყვანეს - სოსო არჩვაძე
ეკონომიკა სავადმყოფოდან სამკურნალოდ სახლში გადაიყვანეს - სოსო არჩვაძე

"ეკონომიკის გახსნის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, მეორე მხრივ კი დასაქმების, საკუთარი პროფესიული საქმიანობით სტაბილური შემოსავლისა და შესაბამისად, კეთილდღეობის ზრდის შესაძლებლობას აძლევს დაახლოებით 250 ათას ადამიანს," - ასე ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე 2 დღის წინ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის გეგმასთან დაკავშირებით. 

ექსპერტის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნით "ეკონომიკა სავადმყოფოდან სამკურნალოდ სახლში გადაიყვანეს". 

"შეზღუდვების მოხსნა ხატოვნად პაციენტის თერაპიული განყოფილებიდან სახლში, საშინაო პირობებში დაბრუნებას შეიძლება შევადაროთ, სადაც მისი სრული გამოჯანმრთელება უკვე დიდწილად თავად პაციენტისა და მისი ახლობლების ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ამიტომაც შეზღუდვების მოხსნის პროცედურას თან ახლავს დათქმაც, რომ შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებები მიიღება მიმდინარე ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე, რაც საჭიროებს საზოგადოების წევრთა მიერ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენას. ბოლო ერთი წლის მანძილზე ქართულ საზოგადოებას საკმაოდ ძვირი დაუჯდა პანდემიის შემოტევის მოგერიება. ამიტომ იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამჟამინდელი ეპიდვითარების პოზიტიური ტრენდი კვლავაც ძალაში დარჩეს," - აცხადებს სოსო არჩვაძე. 

ცნობისთვის, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების კვალობაზე ხელისუფლება მთელ რიგ შეზღუდვებს ხსნის, რაც შესაძლებლობას იძლევა ეკონომიკის ისეთი სექტორები, როგორებიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა და ტურისტული ინდუსტრია, განათლების, დასვენებისა და რელაქსაციის ობიექტები, მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ნორმალური დატვირთვისა და ფუნქციონირების ფორმატს უკვე 25 თებერვლიდან გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე, აგრეთვე ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი; რამდენიმე დღეში სარესტორნო ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა კლიენტებს უკვე შიდა სივცეებიდანაც მოემსახურონ. 8 მარტიდან შაბათ-კვირის ჩათვლით, სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცემა არასასურსათო საცალო ვაჭრობის ნებისმიერ ობიექტს.

1 მარტიდან ფართოვდება იმ ქვეყნების წრე, რომელთა მოქალაქეებს პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით ქვეყანაში შემოსვლა შეეძლებათ საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით (რუსეთი, თურქეთი, ყაზახეთი, უკრაინა და სხვ.).

ფართო საზოგადოებრიობისათვის განსაკუთრებით ყურადსაღებია სპორტული შეჯიბრებებისა და თეატრალური წარმოდგენების სრულად აღდგენა მაყურებლის დასწრებით, რასაც 1 აპრილიდან ექნება ადგილი; მანამდე, უკვე 1 მარტიდან, საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები.

აუდიტორული სწავლების ფორმატს თანდათან დაუბრუნდებიან სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, რაც სწავლების ხარისხთან ერთად უაღრესად პოზიტიურად იმოქმედებს მოსწავლეთა და სტუდენტთა სოციალიზაციაზე.

ბიზნესი "კომენდანტის საათის" მოხსნას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system