თავში

ეკონომიკას არა ვალის ზრდა, არამედ მისი უყაირათოდ ხარჯვა აზარალებს

ეკონომიკას არა ვალის ზრდა, არამედ მისი უყაირათოდ ხარჯვა აზარალებს
ეკონომიკას არა ვალის ზრდა, არამედ მისი უყაირათოდ ხარჯვა აზარალებს

აზარალებს თუ არა ეკონომიკას საგარეო ვალის ზრდა? - ამ კითხვით გულბანი Report.ge- მ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს, შოთა გულბანს მიმართა. მისი თქმით, ეკონომიკას აზარალებს არა ვალის ზრდა, არამედ მისი უყაირათოდ და არაეფექტურად ხარჯვა.

"როგორც წესი, მთავრობის მიერ აღებული საგარეო ან საშინაო ვალი ხმარდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ან ქვეყნის საფინანსო მდგრადობას, ან სხვა მიზნობრივ პროექტებს. ანუ ამ თანხებით ეკონომიკა უფრო სიცოცხლისუნარიანი უნდა გახდეს, რომ ვალდებულებებსაც მოემსახუროს და მოქალქესაც დაეტყოს ცხოვრების დონეზე. თუმცა ხშირად ასე არ ხდება და აღებული ვალი გაურკვეველი მიმართულებით იკარგება. მაგალითად 2008 წელს მთავრობამ გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რომლიდან მიღებული თანხაც გაურკვეველი მიზნობრიობით დაიხარჯა. ხოლო 2011 წელს ვალის დროულად ვერ გასტუმრების საშიშროებით მთავრობამ ძველი ვალის გადასაფარად დამატებით 500 მილიონის ევროობლიგაციების ემისია განახორციელა. მოცემული ევროობლიგაციების მხოლოდ საპროცენტო მომსახურებას გასული 7 წლის განმავლობაში დაახლოებით 250 მილიონი დოლარი დასჭირდა. ვალის აღებიდან დღემდე კი 11 წლის განამავლობაში აღნიშნულმა გაურკვეველმა ვალმა სახელმწიფო თითქმის 400 მილიონი აშშ დოლარით აზარალა," - განუმარტა გულბანმა Report.ge-

როგორც გულბანი განმარტავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული სტანდარტის მიხედვით, განვითარებადი ქვეყნების საგარეო ვალის ფარდობა ნომინალურ მშპ-სთან 40-50%-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. ამ მიმართულებით ჩვენთან რაიმე საგანგაშო ვითარება არ არის, როგორც ამის წარმოჩენას პოლიტიკოსები ცდილობენ ხოლმე, განსაკუთრებით ისინი, ვის პერიოდშიც მოხდა ყველაზე მეტი ვალის აღება.

"2018 წლის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალის პროცენტულმა ფარდობამ მშპ-თან მიმართებაში შეადგინა 42.1%, მათ შორის 34.2% იყო საგარეო ვალი. წმინდა საგარეო ვალი მშპ-სთან 2018 წლის მონაცემებით 64,4%, ხოლო მთლიანი სახელმწიფო ვალი ნომინალური მშპ-ს 108%-ს შეადგენს. ამ უკანასკნელში როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედის კერძო სექტორის ვალდებულებებიც, რომელსაც მთავრობა ვერ აკრძალავს ან ჭერს ვერ დაუწესებს კომპანიებს ვალის აღებაზე," - ამბობს გულბანი.

ცნობისთვის, როდესაც ლარის კურსზე და საგარეო ვალზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მთავრობის საგარეო ვალის 35% დენომინირებულია SDR-ში, 34% აშშ დოლარში, 27% ევროში ხოლო 4% სხვა ვალუტებში. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვალი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ის მაინც მოწყვლადია გაცვლითი კურსის შოკების მიმართ. შესაბამისად, როდესაც ლარი ეცემა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, იზრდება მთავრობის ვალიც, რაც, გულბანის განმარტებთ, იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობამ დამატებით აიღო ვალი.

"ამ რისკის შემცირების მიზნით რეკომენდირებულია მთავრობის ვალის დაბალანსება ეროვნულ ვალუტაში სესხების წილის ზრდის მეშვეობით. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ არარელევანტურია შედარება თითქოს 2012 წელს ვალის ფარდობა მშპ-სთან გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე დღეს, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ 2012-ში კურსი 1,66 იყო, ხოლო დღეს 2,94. ამ ფაქტორს თან ერთვის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რის გამოც მთლიანი სახელმწიფო ვალი კიდევ უფრო იზრდება ნომინალურ მშპ-სთან მიმართებით," - აგვიხსნა "აფბას" პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system