თავში

სებ-ი ავიაემბარგოსგან ეკონომიკაში $200-დან $300 მლნ-მდე დანაკლისს ელოდება

ეკონომიკაში $200-დან $300 მლნ-მდე დანაკლისს ელოდება
სებ-ი ავიაემბარგოსგან ეკონომიკაში $200-დან $300 მლნ-მდე დანაკლისს ელოდება

„ვფიქრობ, დაახლოებით, ეს რიცხვი დარჩება. შეიძლება ოდნავ შეიცვალოს“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის ზაფხულში გაკეთებული შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა ავიაემბარგოს გამო $200-დან 300 მლნ-მდე ზარალს მიიღებდა.

„ვფიქრობ, დაახლოებით, ეს ციფრი დარჩება. შეიძლება ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენ იანვარ-სექტემბრის მონაცემებს ვუყურებთ, ცხრა თვეში წინა წლის ცხრა თვესთან შედარებით, ჩვენ დაახლოებით, 0.5%-იანი ზრდა გვაქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აგვისტოს ბოლოს მაჩვენებელს ანუ რვა თვეს თუ შევადარებთ წინა წლის რვა თვეს, შემოსავლები შემცირებული იყო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდა უკვე დაიწყო და ვფიქრობ, დაახლოებით, იმ ფარგლებში იქნება, რაზეც ჯამურად პროგნოზი გავაკეთეთ, მაგრამ თუ ცოტა განვაზოგადებთ, ტურისტული შემოსავლები არის მიმდინარე ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი, სადაც არის სხვადასხვა პუნქტებიც. იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის ზრდა და გადმორიცხვები კვლავ კარგად გაგრძელდა, ვფიქრობთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისევ გაუმჯობესდება", - განაცხადა გვენეტაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა. ავიაემბარგოს შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მიიღო. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გუშინ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system