თავში

ეკონომიკაში ფულის მასა გაიზარდა

ეკონომიკაში ფულის მასა გაიზარდა
ეკონომიკაში ფულის მასა გაიზარდა

2021 წლის მარტში, ფართო ფულის, M3-ის აგრეგატი 832.9 მლნ ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსათვის 31.9 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) მარტის თვის მიმოხლვაში. დოკუმენტის მიხედვით, წლიური ზრდის ტემპი 23.7 პროცენტს გაუტოლდა. 

საანგარიშო პერიოდში, უცხოური ვალუტით დეპოზიტებზე 652.3 მლნ ლარით ზრდა დაფიქსირდა და მარტის ბოლოსთვის, 18.3 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაზეც მნიშნველოვანი გავლენა გაცვლით კურსის ცვლილების ეფექტმა იქონია. ამავე პერიოდში, 229.8 მლნ ლარით გაიზარდა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების ოდენობა და მისმა მოცულობამ - 10.0 მლრდ ლარი შეადგინა. 

ფართო ფული M2-ის მაჩვენებელი, საანგარიშო პერიოდში, 1.3 პროცენტით (180.6 მლნ ლარით) გაიზარდა.

ცნობისთვის, M2 ანუ ფართო ფული არის ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ფული, საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარდა. ის შეიცავს ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს და კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system