თავში

ეკონომიკაში პოზიტიურ დინამიკას 2021 წლიდან ელიან

ეკონომიკაში პოზიტიურ დინამიკას 2021 წლიდან ელიან
ეკონომიკაში პოზიტიურ დინამიკას 2021 წლიდან ელიან

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა, რომელშიც განმარტებულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას და ზრდა იქნება – 4.3%.

საქართველოს მთავრობის განმარტებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე შექმნილი კრიზისის ფონზე, ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური აქტივობა. 

ხელისუფლების განმარტებით, შოკი იყო ორმხრივი, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხრიდან და, შედეგად, ბიზნესების ნაწილს შეექმნა მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები და სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე.

„შემდგომი ოთხი წელიწადი უნდა გახდეს საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფი გამოსვლისა და აღდგენის, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პერიოდი. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მოკლევადიანი პრიორიტეტი იქნება – Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების შემცირება/ეკონომიკური დანაკარგების მინიმიზაცია; პანდემიამდე არსებული პოზიტიური ტენდენციების აღდგენა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. აღნიშნული მიიღწევა ფისკალური დისციპლინის, სახელმწიფოს მიერ დაზარალებული ეკონომიკური სექტორების ხელშეწყობის, ქვეყნის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესების ეტაპობრივი ღონისძიებებით," - ვკითხულობთ პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში. 

ცნობისთვის, დღეს  და ხვალ საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, შემდეგ კი ფრაქციის ფორმატში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მინისტრებს მოუსმენენ. 24 დეკემბერს, ხუთშაბათს კი იქნება სესია, რომელზეც წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტი უნდა დაამტკიცონ. სამთავრობო პროგრამის ორიენტირი 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system