თავში

ეკონომიკის აღდგენა ვაქცინაციაზეა დამოკიდებული

ეკონომიკის აღდგენა ვაქცინაციაზეა დამოკიდებული
ეკონომიკის აღდგენა ვაქცინაციაზეა დამოკიდებული

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ეკონომიკის გახსნასა და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაა ვაქცინაციას უკავშირებს. მისი პროგნოზით, მოსალოდნელია რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ, შესაძლოა, 5%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს დიდწილად ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, პოზიტიური მოლოდინი ადასტურებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ეფექტიანი იყო.

„თუ ეკონომიკა გაიხსნება, ზრდაც მაღალი გვექნება. ეკონომიკა კი ბოლომდე რა შემთხვევაში გაიხსნება?! - თუ ჩვენ მაღალ ვაქცინაციაზე გავალთ. ეკონომიკის მკურნალობის მთავარი მეთოდი არის არა რაღაც გადაწყვეტილებები, არამედ პირდაპირ ვაქცინაციასთან დაკავშირებული მენეჯმენტი. მარტში ზრდა გვქონდა 4%. აპრილში და მაისში გვექნება პოზიტიური ზრდა, უფრო მაღალი, ვიდრე მარტში იყო. კუმულატიური კი მაისის ბოლოში გვექნება დადებითი. ახლა უარყოფითი გვაქვს, მაგრამ გვაქვს შანსი, მომავალ თვეებში გავიდეთ 4%-იან ზრდაზე და შეიძლება მაღალზეც. გვაქვს შანსი 5%-ც კი გვქონდეს. ეს დამოკიდებული იქნება ვაქცინაციაზე. ეს არ არის ფინანსური კრიზისი. ეს კრიზისი არ გამოუწვევია ფინანსურ აფეთქებებს და რყევებს, ეს არის ჩაკეტვის კრიზისი. ეს არის ღირებულებათა ჯაჭვების წყვეტის კრიზისი. პროდუქტების მიწოდების ჯაჭვები იყო გაწყვეტილი“, - განაცხადა ცუცქირიძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.

სოსო არჩვაძის შეფასებით კი, ეკონომიკა პანდემიის მძევლად რჩება. მისი აზრით, საქართველოს ეკონომიკური კრიზისი დიდწილად გამოწვეულია გარე ეკონომიკური ფაქტორებით. არჩვაძე ამბობს, რომ ქვეყანას თავად მოუწევს სახელმწიფო ვალების გასტუმრება, რომლის სიმძიმე სულ უფრო და უფრო მეტად იქნება საგრძნობი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system