თავში

ბიზნესის რომელი საჭიროებებია ასახული ეკონომიკის აღდგენის პოსტკრიზისულ გეგმაში

ასახული ეკონომიკის აღდგენის პოსტკრიზისულ გეგმაში
ბიზნესის რომელი საჭიროებებია ასახული ეკონომიკის აღდგენის პოსტკრიზისულ გეგმაში

მთავარი ტკივილი, რაც ბიზნესს გააჩნდა ასახულია ანტიკრიზისულ გეგმაში, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა, განაცხადა.

"როგორც ანტიკრიზისულ გეგმაში მოხდა ბიზნესის წინადადებების გათვალისწინება, ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ეკონომიკის აღდგენის პოსტკრიზისულ გეგმაშიც მნიშვნელოვნად იქნება გათვალისწინებული ჩვენი ბიზნესსუბიექტების, იმ პირების წინადადებები, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის ეკონომიკა და რომლებიც ქმნიან ამ ქვეყნის ეკონომიკას და დოვლათს,"-აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით პანდემიის პირობებში ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკის სფეროების მხარდასაჭერად მთლიანიბაში გამოყოფილია 3 500 000 000 ლარი, საიდანაც ეკონომიკურ ზრდისა და მეწარმეების მხარდაჭერისთვის 2 110 000 ლარი გათვალისწინებული.

ცნობისთვის, მთავრობა ეკონომიკის ამოქოქვას პოსტკრიზისული გეგმით აპირებს.

პოსტკრიზისული გეგმა კი ორ მიმართულებას ითვალისწინებს:  პირველი ადგილობრივი წარმოების განვითარება, ხოლო მეორე საქართველოს ახალი როლის გაძლიერებაა წარმოების გლობალური ბიზნესის გადანაწილებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system