თავში

ეკონომიკის აღდგენის რა გეგმა აქვს მთავრობას

ეკონომიკის აღდგენის რა გეგმა აქვს მთავრობას
ეკონომიკის აღდგენის რა გეგმა აქვს მთავრობას

„ჩვენი გრძელვადიანი გეგმა გათვლილია უახლოეს 4-5 წელზე, რომელიც გულისხმობს გავამართლოთ  საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი და საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით იყოს ლიდერი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის საშუალოვადიანი გათვლაა, ამ წლის ბოლომდე აღდგეს ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი, დაიწყოს გაჯანსაღება და ქვეყანა გავიდეს პოზიტიურ ზრდაზე, რომელიც ნავარაუდევია. რაც შეეხება, მოკლევადიან გეგმებს, მთავრობის გათვლაა გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ფრთხილად უმასპინძლოს საქრთველომ ვაქცინირებულ და ტესტირებულ ტურისტებს. 

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გახდეს შესაძლებელი და ჟანგბადი ჩაისუნთქოს ტურისტულმა ინდუსტრიამ და არამარტო ერთ რეგიონში, არამედ, სხვაგანაც. აქედან გამომდინარე საზოგადოება უნდა გვენდოს, რომელიც აქამდეც გვენდობოდა," - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ ხელისუფლების მოწოდებაა ამუშავება, გახსნა, ამოქოქვა. 

„გვიწევს ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით სიარული, გვესმის მოუთმენლობა, პრობლემები, მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს პირველი გახსნა უარყოფითად არ აისახება ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ყველაფერი წავა გეგმის მიხედვით და სხვა ნაბიჯები მოჰყვება უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system