თავში

ეკონომიკის გახსნა, შესაძლოა, დროზე ადრე დაიწყოს

ეკონომიკის გახსნა, შესაძლოა, დროზე ადრე დაიწყოს
ეკონომიკის გახსნა, შესაძლოა, დროზე ადრე დაიწყოს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკური გახსნის 6 - ეტაპიანი გეგმის ნაწილი შესაძლოა, მთავრობამ დროზე ადრე დაიწყოს.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის გახსნის 6 - ეტაპიანი გეგმის ნაწილი შეგვიძლია დროზე ადრე დავიწყოთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელიც ახლა იქნება დაშვებული, მუშაობს, ფუნქციონირებს და ეფექტური იქნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ თითოეული კომპანია, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლიანად მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებასაც და საქმიანობასაც. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ, ეკონომიკის გახსნაში, ეკონომიკის აღორძინებაში ეფექტურები და გავუძლოთ იმ გლობალურ კონკურენციას, რომელიც ჩვენ თვალწინ დაიწყო როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროპაში და გლობალურადაც," - განაცხადა გახარიამ და გუბერნატორებს ინფორმაციის მიწოდების კუთხით საკუთარ რეგიონებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაავალა.

„თითოეულ იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, მინდა მოვუწოდო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მაქსიმალურად გააორმაგონ შრომა, რომ თითოეულ ამ მოქალაქეს მივუტანოთ ყველა ის ინფორმაცია და შეღავათი, რომელიც წესდება სახელმწიფოს მიერ. გარდა ამისა, მინდა დავავალო გუბერნატორებს, რომ ამ მიმართულებით გადადგან ქმედითი ნაბიჯები,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system