თავში

ეკონომიკის გახსნის ტემპი შეიძლება დაჩქარდეს

ეკონომიკის გახსნის ტემპი შეიძლება დაჩქარდეს
ეკონომიკის გახსნის ტემპი შეიძლება დაჩქარდეს

თუკი კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემით შენარჩუნდება(4%), შესაძლოა, ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დაიწყოს, ვიდრე დაანონსებულია. ამის შესახებ დღეს მტავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, პირველი რიგის აუცილებლობად მთავრობა სკოლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას მიიჩნევს.  

„ეტაპობრივი გახსნის დაჩქარება პირველ რიგში შეეხება ჩვენს ბავშვებს, რომ მათ სწავლა კლასებში გააგრძელონ. ამას დაემატება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მიღწევის შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ყოველდღიური ინფიცირების 2-3-4-5 ათასი შემთხვევის დაფისირებისას, ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი გამორიცხულია. 

შეგახსენებთ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეპიდემიოლოდები ბიზნესს რეგულარულად ხვდებიან. მთავრობა ბიზნესს ეკონომიკის გახსნის გეგმას აცნობს. ბიზნესის უმეტესობა მთავრობის გადაწყვეტილებებით კმაყოფილია, ნაწილი კი ხელისუფლებას არათანმიმდევრულობასა და ზედმეტად სიფრთხილეში ადანაშაულებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system