თავში

ეკონომიკის მინისტრი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციას მართავს

ეკონომიკის მინისტრი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების
ეკონომიკის მინისტრი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციას მართავს

ეკონომიკის მინისტრი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაციას მართავს.

ნათია თურნავას განმარტებით, ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების განახლებულ ფორმატს, რომელიც გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიცაა შენარჩუნებულ სამუშაო ადგილებზე საგადასახადო შეღავათის დაწესება, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნეს სუბიექტებისთვის, საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის სუბსიდირება, ყველა იურიდიული პირისთვის სესხის რესტრუქტურიზების შესაძლებლობა, ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების განახლებული ფორმატით განხორციელება, დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება და სხვ.

მინისტრის ცნობით, დაგეგმილია სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსების ერთი წლით გახანგრძლივება, ასევე თანადაფინანსების პროცენტის გაზრდა სამი პროცენტით. აღნიშნულ კომპონენტში ლიმიტი 150 000 ლარიდან 50 000 ლარამდე დაიწევს, საქმიანობის სახეობები კი 104-დან 211-მდე გაიზრდება, რაც 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესს აღნიშნული კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

ნათია თურნავას თქმით, ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო სქემის განახლებული ფორმატის შეთავაზება კრიზისის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მის ასამოქმედებლად 300 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ 2 მლრდ ლარზე მეტი სასესხო პორტფელი გაჯანსაღდება და მის მიმღებ ასობით ბიზნესსუბიექტს მათ წინაშე არსებული ფინანსური გამოწვევის უფრო მარტივად გამკლავების შესაძლებლობას მისცემს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system