თავში

ეკონომიკის მინისტრი ლარის გამყარებას პროგნოზირებს

ეკონომიკის მინისტრი ლარის გამყარებას პროგნოზირებს
ეკონომიკის მინისტრი ლარის გამყარებას პროგნოზირებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას, თქმით, ლარის კურსმა დასტაბილურება დაიწყო და ყველა წინაპირობაა ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის გამყარებლად.

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებების ფონზე, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეხებოდა, ჩვენ უნდა ველოდოთ მხოლოდ პოზიტიურ ტენდენციას ამ მიმართულებით. ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება. გარკვეული მოკლევადიანი რყევები ყოველთვის იქნება, რადგან თავისუფალი, მცურავი სავალუტო კურსი გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა გამყარდეს და ინფლაცია მოვთოკოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system