თავში

ეკონომიკის მინისტრი: ლარის კურსის რყევები ზომიერია

ეკონომიკის მინისტრი: ლარის კურსის რყევები ზომიერია
ეკონომიკის მინისტრი:  ლარის კურსის რყევები ზომიერია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ლარის გაუფასურებას გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს და კურსთან არსებულ ნეგატიურ მოლოდინს უკავშირებს. მინისტრს მიაჩნია, რომ მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები საქართველოში ბოლო პერიოდში არ გაუარესებულა, რაც მისი აზრით, ლარის კურსზეც დადებითად იმოქმედებს და შესაძლოა რყევები შემცირდეს.

,,საქართველო არის გლობალური სამყაროს ნაწილი და ეკონომიკური პროცესები ასახვას აქაც ახდენს. ხოლო დღეს მსოფლიო გლობალური ეკონომიკის კრიზისშია შესული. რა თქმა უნდა, კურსი ჩვენთვის დიდი პრობლემაა, თუმცა ლარის დინამიკას თუ დავაკვირდებით, რყევები ზომიერია. სხვა ქვეყნების სავალუტო რყევებს თუ შევადარებთ, ანალოგიურ პროცესებია. საქართველოში ამ ეტაპზე არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ უფრო გაღრმავდეს ლარის გაუფასურების პროცესი. თუმცა ეპიდემია და მოლოდინები გარკვეულ გავლენას ახდენს. ამ მხრივ იმედს იძლევა ფაქტი, რომ მთავრობა მიმართავს აქტიურ საკარანტინე ღონისძიებებს, რაც გვაფიქრებს, რომ ნეგატიურ მოლოდინს გადავლახავთ და ტენდენცია კურსთან დაკავშირებთ არ გაუარესდება", - განმარტა სულ რამდენიმე წუთის წინ მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system