თავში

"უკეთესი ადგილი არ მეგულება დედამიწის ზურგზე" - ეკონომიკის მინისტრის ფოტოკოლაჟი თუშეთიდან - PHOTO

ეკონომიკის მინისტრის ფოტოკოლაჟი თუშეთიდან - PHOTO
უკეთესი ადგილი არ მეგულება დედამიწის ზურგზე - ეკონომიკის მინისტრის ფოტოკოლაჟი თუშეთიდან - PHOTO

„მე დღეს ვიმყოფები თუშეთში, კესელოს კოშკებთან - ამაზე უკეთესი და უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება დედამიწის ზურგზე და ყველას მოვუწოდებ, კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თუშეთში ვიზიტისას, სადაც ის კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის “ ფარგლებში იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თუშეთს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი ქადაგიშვილთან, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარ დეპუტატ გელა სამხარაულთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სტუმრობს. მათ კესელოს ციხე და ომალოში თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, ასევე მონაწილეობენ კამპანიის ფარგლებში მიმდინარე გასტროტურში.

„ჩვენ ვმოგზაურობთ, რათა საკუთარი მაგალითით წავახალისოთ და მოვუწოდოთ ყველას, რომ აღმოაჩინონ ეს შესანიშნავი ძეგლები, შესანიშნავი ადგილები, რითიც ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ,ნახონ ჩვენი განუმეორებებლი ბუნება, ესტუმრონ ჩვენს კურორტებს. ეს, გარდა იმისა, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, არის ძალიან კარგი და პატრიოტული საქმე - დავეხმაროთ ჩვენს ადგილობრივ ტურიზმს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კამპანიის ფარგლებში სტუმრებმა კესელოს ციხე და ომალოში თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, ასევე მონაწილეობა მიიღეს ეროვნული პარკის ფიჭვნარში გამართულ თუშური ხინკლისა და კოტორის მასტერკლასებში. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით მიმდინარე კამპანიაში ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრების გარდა, აქტიურად არიან ჩართულები ბიზნესმენები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system