თავში

ეკონომიკის მინისტრმა პირბადე საკუთარი ხელით შეკერა - PHOTO

ეკონომიკის მინისტრმა პირბადე საკუთარი ხელით შეკერა
ეკონომიკის მინისტრმა პირბადე საკუთარი ხელით შეკერა - PHOTO

დღეს ეკონომიკის მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსთან, გელა მგელაძესთან და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ის საწარმო დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო.

მსურს დიდი მადლობა გადავუხადო იმ კომპანიებს, ვინც ჩაერთო ჩვენს პროგრამაში და მათ შორის, პირბადეების გარკვეულ რაოდენობას უსასყიდლოდაც ამზადებენ, პირველ რიგში, ეს არის „აჭარა ტექსტილის“ საწარმო, სადაც ახლა ვიმყოფები, ასევე სხვა საწარმოებიც, მათ შორის სამკერვალო ფაბრიკა „მოვი“, რომელიც პირბადეების გარკვეულ რაოდენობას უფასოდ ამზადებს. ასევე „სმარტფარმი“, რომელმაც თავისი მარაგებიდან დოლბანდის მოწოდება უზრუნველყო, ასევე უფასოდ, კომპანია „სეზანი“, რომელმაც უსასყიდლოდ დაამზადა და მოგვაწოდა ყუთები. ყველას დიდი მადლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაღალია კონსოლიდაცია, სოციალური პასუხისმგებლობა, ერთიანი ვართ მთელი საზოგადოება, რაც მაძლევს იმედს, რომ შევძლებთ გადავლახოთ ეს გლობალური გამოწვევა," - განაცხადა ნათია თურნავამ ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკაში ვიზიტის დროს.

"აჭარა ტექსტილი"500 000 პირბადეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. მრავალჯერადი პირბადეები მარლისგან მზადდება.

თქვენ უკვე იცით, რომ პირბადეებზე ძალიან მაღალი მოთხოვნა დადგა საქართველოში. კორონავირუსის გამოწვევიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ ადგილზე, სწრაფად დაგვეორგანიზებინა ქვეყანაში პირბადეების წარმოება. დღეს ვიწყებთ პროგრამას, რომელიც პრემიერის და მთავრობის დავალებით ხორციელდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სხვადასხვა სამკერვალოში ვიწყებთ ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. ისინი დამზადდება სხვადასხვა მასალებისგან, რაც შეთანმხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. პირველ ეტაპზე ეს არის დოლბანდისგან დამზადებული პირბადეები, რაც ირეცხება, გამოიყენება მრავალჯერ საყოფაცხოვრებო გამოყენების დროს, ხოლო სამედიცინო მოხმარებისას შეიეკერება ერთჯერადად. სახელმწიფო შექმნის მარაგს, რადგან ნედლეულის მოწოდება არის პრობლემა, თუმცა ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო კონტაქტს, რათა მოხდეს ნედლეულის მოწოდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, ამჟამად საკმარისი მარაგია იმისთვის, რომ პირველი პარტიის დამზადება დაიწყოს და ეს მასალები გადანაწილდება იმ მოხელეთა შორის, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი შეხება რისკ-ჯგუფებთან, ხოლო ამის შემდეგ პრიორიტეტი იქნება ბიზნესები, სადაც დასაქმებულ ადამიანებს შეხება აქვთ სხვა ადამიანებთან, ხოლო ამის შემდეგ გავალთ კომერციულ სექტორში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system