თავში

ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროს აღდგენაზე ისაუბრა

ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროს აღდგენაზე ისაუბრა
ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროს აღდგენაზე ისაუბრა

ტურიზმის სფეროს აღდგენა მიდის ძალიან მაღალი ტემპით, 50%-ზე მეტით აღდგა ფრენები და გაიზარდა იმ ქალაქებისა და მიმართულებების რაოდენობა, საიდანაც საქართველოში ტურისტები მოფრინავენ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ტესტირების პირობებზეც გაამახვილა.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს საკუთარი მოქალაქეების უკან შეშვების სხვადასხა წესი და ეს შემაფერხებელი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, აღდგენა მიდის ძალიან მაღალი ტემპით; 50%-ზე მეტით აღდგა ფრენები და გაიზარდა იმ ქალაქებისა და მიმართულებების რაოდენობა, საიდანაც ჩვენთან ტურისტები მოფრინავენ. ტურიზმის ინდუსტრიაში ზრდა 200%-ს აღემატება. მაქსიმალურად ვცდილობთ ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურა იყოს კომფორტული. მაგალითად, 72 საათში ერთხელ ტესტირებას ძირითადად კერძო ლაბორატორიებში ხდება. თუ დავინახავთ, რომ რომელიმე რეგიონში, თუნდაც აჭარაში, ამ თვალსაზრისით შეფერხებაა, დავეხმარებით, რათა უფრო აქტიურად იმუშაონ. რაც შეეხება ტესტირების საფასურს, ეს ის საფასურია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა გაიღონ. ვაფინანსებთ მათ ტესტირებას. რაც შეეხება ჩამოსულ ტურისტებს, ეს მათთვის მნიშვნელოვანი ხარჯი არაა. ესაა ხარჯი, რომელიც გაღებულია მათი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“,- განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system