თავში

ეკონომიკის რომელ სექტორებში ფიქსირდება კლება

ეკონომიკის რომელ სექტორებში ფიქსირდება კლება
ეკონომიკის რომელ სექტორებში ფიქსირდება კლება

2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

დეკემბერში საქართველოს ეკონომიკური ვარდნა 7,9% იყო, ნოემბერში კი  7.7%-ს გაუტოლდა, ხოლო ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა.

საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა იანვარში შემცირდა. შემცირებულია ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც. სტატისტიკსი მიხედვით, დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ იანვარში 5,888 მლრდ ლარი იყო, წლიური ვარდნა 8,1%-ია. 23,3%-ით არის შემცირებული ახალი საწარმოების რეგისტრაციის მაჩვენებელი, დარეგისტრირებულია მხოლოდ 2 835 საწარმო. 

2020 წელს ეკონომიკა  6.1%-ით შემცირდა. 2021 წლის ბიუჯეტი  საქართველოს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system