თავში

ეკონომიკის რომელი სექტორები იზიდავთ ბრიტანელ ინვესტორებს საქართველოში

ეკონომიკის რომელი სექტორები იზიდავთ ბრიტანელ ინვესტორებს საქართველოში
ეკონომიკის რომელი სექტორები იზიდავთ ბრიტანელ ინვესტორებს საქართველოში

"ბრიტანული კომპანიების სახელით გამოითქვა დიდი ინტერესი საქართველოს ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორების, აგრეთვე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და მაღალტექნოლოგიური პროექტების მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ ჩვენი ახალი პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში, რათა მოვიზიდოთ მეტი ბრიტანელი ინვესტორი საქართველოში,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოერთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან მარკ კლეიტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით.

განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც Brexit-ის შემდეგ ამოქმედდება.

„გაერთიანებულ სამეფოსთან ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. დღეს კოვიდ-ისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბრიტანეთიდან წამოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში გაიზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრიტანეთი ლიდერი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით და 2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32% სწორედ ბრიტანეთზე მოდის. - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გაერთიანების სამეფოს ელჩი თავის უფლებამოსილების შესრულებას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system