თავში

ეკონომიკის რომელი სექტორები იზიდავთ ინვესტორებს საქართველოში

ეკონომიკის რომელი სექტორები იზიდავთ ინვესტორებს საქართველოში
ეკონომიკის რომელი სექტორები იზიდავთ ინვესტორებს საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით,საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის II კვარტალში 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 0.5 პროცენტით მეტია.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის II კვარტალში 57.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 78.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 29.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორი 27.7 მლნ. აშშ დოლარით.

მშენებლობას მცირედით ჩამორჩება სამთომოპოვებითი მრეწველობა, სადაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში აკუმულირდა 27.6 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ხოლო 20.8 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო დამამუშავებელ მრეწველობაში. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2020 წლის II კვარტალში, ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ასეთია:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system