თავში

ეკონომიკის რომელი სექტორები ვერ გააჩერა პანდემიამ

ეკონომიკის რომელი სექტორები ვერ გააჩერა პანდემიამ
ეკონომიკის რომელი სექტორები ვერ გააჩერა პანდემიამ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგაც კი ქვეყანაში დაახლოებით, 65 ათასი კომპანია აგრძელებდა მუშაობას და არ გაჩერებულა სოფლის მეურნეობის არც ერთი საწარმო, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი და სისტემური ინდუსტრიალური კომპანია. 

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ქვეყანაში შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი, რომელიც იყო შექმნილი უშიშროების საბჭოსთან. ამ შტაბის ქვემოთ შეიქმნა იგივე ფორმის შტაბები რეგიონალურ დონეზე, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ გუბერნატორები. ეს იყო უაღრესად ქმედითი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ერთდროულად გვქონოდა შესაძლებლობა გვემართა ვირუსის გავრცელებაც და ბოლომდე არ გადაგვეკეტა ეკონომიკური საქმიანობაც. ყველამ შესაძლოა არ იცის, მაგრამ ქვეყანაში არ გაჩერებულა სოფლის მეურნეობის არც ერთი საწარმო, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინდუსტრიალური კომპანია. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დაახლოებით, 65 ათასი კომპაია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი. ეს ყველაფერი კეთდებოდა კონტროლის ქვეშ და ვერ დაასახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ეს საწარმოები ან სამუშაო ადგილები გამხდარიყო ინფექციის გავრცელების წყარო. იმიტომ რომ ჩვენ ამას ვაკეთებდით ეტაპობრივად, აბსოლუტურად პრაგმატულად. მაგალითად, იყო რამდენიმე ინდუსტრიული ქალაქი, რომელიც იმისთვის კი არ გვქონდა გადაკეტილი, რომ იქიდან ინფექცია არ გამოსულიყო, არამედ იმისთვის, რომ იქ ლოკალიზებული გვყავდა ადგილობრივი მუშახელი და რომ იქ ინფექცია არ შესულიყო. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის გაჩერებაზე, საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, რომელიც იყო ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. საქართველოში არც ერთი დღე არ ყოფილა მოქალაქისთვის სახლიდან გამოსვლაზე შეზღუდვა და მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, რომ კონტროლის ქვეშ გვაქვს ეპიდემია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system