თავში

ეკონომიკის რომელი სექტორია უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში

ეკონომიკის რომელი სექტორია უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში
ეკონომიკის რომელი სექტორია უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში

საქსტატის ცნობით, 2020 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 27.4 პროცენტი, 12.4 პროცენტი და 10.5 პროცენტიანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.6 პროცენტი).

როგორც საქსტატის საწარმოთა საქმიანობის შედეგების დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა,  2020 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 27.8 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.4 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 4 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 10.5 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით, საქსტატის ცნობით, ამ შემთხვევაშიც დედაქალაქი ლიდერობს. დასაქმებულთა მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი – 64.0 პროცენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 10.0 პროცენტი, იმერეთი – 6.9 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.0 პროცენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system