თავში

ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესისთვის სპეციალურ პროგრამას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესისთვის სპეციალურ პროგრამას იწყებს
ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესისთვის სპეციალურ პროგრამას იწყებს

ნათია თურნავა - პროექტს „100 ქონება ბიზნესისთვის“ უახლოეს პერიოდში შევთავაზებთ ბიზნესს. 

"ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა, ეკონომიკაში ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი აუთვისებელი რესურსი, მათ შორის ისეთი ქონება, რომელიც ინვესტორს ელოდება და არ არის გასასხვისებლად გამოტანილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია ისეთ ძველ სახელმწიფო საწარმოებზე, რომელსაც უამრავი ვალდებულება აქვს და დღემდე ელოდება ინვესტორს. მინისტრის განმარტებით, ეს არის უძრავი ქონება, რომელიც დეგრადირდება, თუ არ მოხდა მისი პრივატიზება.

„რეალურად კი, ასეთ ქონებას შეუძლია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანების დასაქმება და დოვლათის მოტანა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, გარკვეულწილად, უძრავი ქონების პრივატიზების კუთხით მიღწევები არის, რადგან ამ მხრივ ტემპები დაჩქადა.

„მაგრამ საერთო ჯამში, არ ვარ კმაყოფილი - სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების კუთხით გვჭირდება გარღვევა და დაჩქარება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ამ პროცესში იქნება ძალიან თვითკრიტიკული და კრიტიკული“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონებში, უძრავი ქონების პრივატიზაცია კარგი ბერკეტია. მისივე თქმით, რეგიონებში საკმაოდ ბევრი ობიექტია სავალალო მდომარეობაში და დაჩქარებულად უნდა მოხდეს მათი გასხვისებაც.

„ბიზნესისთვის უკვე მომზადებული გვაქვს პროექტი - „100 ქონება ბიზნესისთვის“, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში მოხდება. ეს იქნება გასასხვისებლად გამზადებული, მოწესრიგებული, მიმზიდველი და კარგად შეფუთული უძრავი ქონება, რომელიც სწორად იქნება რეგისტრირებული, მოცილებული ექნება ყველა შესაძლო რისკი და პრობლემა. ამ პროექტის ფარგლებში წინასწარ მოხდა იმის შეფასება, თუ რა ტიპის ობიექტები შეიძლება ააშენოს ბიზნესმა, თუმცა არჩევანი ცხადია ბიზნესზეა. 100-ვე ობიექტი ყოველგვარი ბიუროკრატიული შეფერხების გარეშე გამოვა აუქციონზე და მუდმივად იტრიალებს. კვირის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ 20-30 ახალი ობიექტის დამატებას და რამდენიმე კვირაში 100-ვე ობიექტი გამოვა აუქციონზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, კომპანიებს შეეძლებათ არა მხოლოდ გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია, არამედ ნებისმიერ დროს საჯარო, გამჭვირვალე აუქციონით შეიძინონ ობიექტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system