თავში

ეკონომიკის სამინისტრო ვეტერანი ავიატორების მიმართ განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ავიატორების მიმართ განცხადებას ავრცელებს
ეკონომიკის სამინისტრო ვეტერანი ავიატორების მიმართ განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში ჩაერთვება. ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყება პატივისცემას გამოხატავს საქართველოს საავიაციო სფეროს ყველა წარმომადგენლის მიმართ.

„გვინდა განვუმარტოთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ადამიანებს, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ვეტერანი ავიატორები „არ აჰყვებიან პროვოკაციას და არ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის უნებურ გავრცელებას“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system