თავში

ეკონომიკის სამინისტრომ და ფოსტამ პრემიერის დავალებები მიიღო

ეკონომიკის სამინისტრომ და ფოსტამ პრემიერის დავალებები მიიღო
ეკონომიკის სამინისტრომ და ფოსტამ პრემიერის დავალებები მიიღო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს და თითოეულ მოქალაქეს ამ პროცესში მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული, შეუძლებელია ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს, ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე“, - აცხადებს პრემიერი გახარია მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად დღეს ეკონომიკის სამინისტროს და "საქართველოს ფოსტას" დაევალა ჯანმრთელობის სამინისტროსთან ერთად, შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს 70 წელს გადაცილებულებს იმ მომსახურების გაწევას, რომელიც მათ ყოველდღღიურად ესაჭიროებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system