თავში

ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმრო განთავსდება

ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმრო განთავსდება
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმრო განთავსდება

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. 

ინვესტორ კომპანია „ჰუალინგს“ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ყოველ დღეზე დასარიცხი ჯარიმა 500 ლარიდან ერთ ლარამდე შეუმცირდა.

„სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ აცხადებენ, რომ  „ჰუალინგთან“ 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილება მთავრობის 2019 წლის 6 დეკემბრის განკარგულების შესაბამისად შევიდა, რომლის მიხედვითაც, თუკი პროექტი 2023 წლის 26 ოქტომბრამდეც არ იქნება დასრულებული, შემცირებული პირგასამტეხლოს პირობა გაუქმდება და კვლავ 500 ლარი გახდება. 

ინვესტორი შემცირებულ პირგასამტეხლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუკი ჭანტურიას ქუჩაზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას 2023 წლის 26 ოქტომბრამდე დაასრულებს.

ეკონომიკის სამინისტროს შენობა აუქციონზე 2015 წლის 26 ივნისს, 9 მილიონ 450 ათას დოლარად გაიყიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system