თავში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება

2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება მცირდება 116.5 მლნ ლარით, მათ შორის 89.5 მლნ ლარი დონორით დაფინანსებული გრანტის და კრედიტის ნაწილში.


2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა რესურსი რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების ტარიფის სუბსიდირების მიზნით, რომელსაც წლებია საქართველოს რკინიგზა სატვირთო გადაზიდვების ხარჯზე ასუბსიდირებს, თუმცა აღნიშნულის განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ არ განხორციელებულა, შესაბამისად, ამ ეტაპზე აღნიშნული სახსრების გამოყენება ზემოაღნიშნული მიზნობრიობით ვერ განხორციელდება და შესაძლებელია 13 მლნ ლარის გამოთავისუფლება.

ასევე, სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ქსელების და ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტების ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, ხდება რესურსების გამოთავისუფლება. გასათვალისწინებელია, რომ ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციისათვის საჭიროა მათი დროებით გაჩერება, რაც მიმდინარე წელს ვერ განხორციელდებოდა ენერგორესურსებზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით. ასევე ელექტროგადამცემი ქსელების ნაწილში მიმდინარეობდა სატენდერო პროცედურები და აქტიური განხორციელების ფაზამ მომდევნო წელს გადაინაცვლა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი განმარტავს, ენგურისა და ვარდნილი ჰესების კასკადის რეაბილიტაციამ შემდეგ წელს გადაინაცვლა, რადგანაც საპროექტო სამუშაოებმა იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე დაგეგმილი იყო.

“ამ ეტაპზე კონსულტანტი კომპანია ახორციელებს საპროექტო სამუშაოებს, რომლის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ეს არის კრედიტი, რომელსაც ვიღებთ საფინანსო ორგანიზაციებიდან და მშენებლობის ძირითადმა სამუშაოებმა გადაიწია მომდევნო წელს და მომავალ წელს დაიხარჯება ეს თანხები. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ეს არის გადამცემი ქსელების მშენებლობა, აქაც იყო ცვლილებები. იქაც მსგავსი პრობლემებია. იქიდან გამომდინარე, რომ გადამცემი ხაზების მშენებლობა დაკავშირებულია კერძო მიწების გამოსყიდვასთან, ამას სჭირდება კარგად წარმართვა და ამ პროცესებში ვართ”,- განაცხადა თვალაბეიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system