თავში

ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ report.ge-ს  ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.  უწყების განმარტებით, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული,საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 25 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

პროგრამაში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარისადა სვანეთის რეგიონებში ეწევიან.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადებისმიღება 9 მარტიდან დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოში, მის ტერიტორიულ სამმართველოებში და შესაბამის მუნიციპალიტეტებშიმიიღება:

  • ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.N25;
  • ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზ. N141;
  • ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ.N1;
  • მესტია, სეტის მოედანი N1;
  • ლენტეხი, თამარ მეფის ქ.N24;
  • თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
  • გორი, სამების ქუჩა N1;
  • რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
  • ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.

ბიზნესგეგმისა გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზეც – [email protected]

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system