თავში

ეკონომიკური ზრდა თუ თამაში ციფრებით

ეკონომიკური ზრდა თუ თამაში ციფრებით
ეკონომიკური ზრდა თუ თამაში ციფრებით

თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი  დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას კოლაფსს უწოდებს. ექსპერტი სახელისუფლებო გუნდს ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებს და ტყუილშუი ადანაშაულებს. ხომიზურაშვილი Report. ge - ის უხსნის, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეკონომიკის 6%-იანი ზრდით თავს ტყუილად იწონებს. ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი იმაზე ცუდადაა ვიდრე გვეუბნებიან, ხელისუფლება კი ციფრებით მანიპულირებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდა.

"ექსპორტი გაზრდილია, მაგრამ რამ გამოიწვია ზრდა?  უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ადგილობრივი წარმოების ზრდის ხარჯზე კი არ შემცირდა, არამედ შემცირდა იმპორტი. შემცირებულია მოხმარება, ანუ ადამიანები ვეღარ ყიდულობენ იმ პროდუქტებს, რასაც ადრე ყიდულობდნენ. თავის მოსაწონებლად საქმე მასინ ექნებოდათ ადგილობრივი წარმოება რომ გაზრდილიყო და ცაენაცვლებინა იმპორტი," - განმარტავს კონომიკის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი

ექსპერტი პოზიტიურად აფასებს საგრანტო პროგრამას, თუმცა იმასაც აღნიშვანს, რომ პრაქტიკამ უკვე აჩვენა, რომ ასეთი დისტანციური მეთოდები, რომლებიც თანხებში აისახება, არ ამართლებს. ექსპერტი განმარტავს, რომ სახელმწიფომ ფული ბიზნესამდე სწორად უნდა მიიტანოს.

"რეგიონების განვითარებას სჭირდება საინვესტიციო გარემოს შექმნა. პირველ რიგში, საინვესტიციო პროექტების შემუშავება, მეორე - მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შექმნა, საპროექტო თუ რეგიონალური ობლიგაციების, ევროობლიგაციების შემუშავება, მაგრამ ამ ყველაფრის განსახორციელებლად წინაპირობები არ არის შექმნილი. რეალურად, არ იციან ინვესტიციები როგორ მოიზიდონ, რა ფორმით, რა პროექტებში და რა პრიორიტეტებით განსაზღვრონ. იგივე ითქმის საგარანტიო მექანიზმებზეც. ბანკებთან ურთიერთობის დროს ბიზნესს სახელმწიფო გარანტიის სახით უდგება. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მერე როგორ შეაფასებს დანარჩენ 30%-ს ბანკი? სესხით ეკონომიკა ჯერ არ განვითარებულა. საკრედიტო რესურსი ეკონომიკის რეალური სექტორისთვის მხოლოდ დამხმარეა. მისთვის მთავარია გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი, რომელიც მხოლოდ საინვესტიციო გარემოს შექმნის პირობებში შეიძლება წარმოიქმნას. არ არსებობს სტიმულირების მექანიზმი, რომ კაპიტალის ბაზარი განვითარდეს. მისი მეშვეობით იქნება უცხოური ინვესტიციები მოზიდული. ამიტომ, ასეთი ცალმხრივი მიდგომა, რასაკვირველია, საქმეს არ უშველის. ქვეყანა გაკოტრების წინაშეა და აუცილებელია კვალიფიციური ეკონომიკური რეფორმების შემუშავება,“ - აღნიშნა ეკონომისტმა.

ხომიზუაშვილს არ მოსწონს ინდოეთთან და დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ამოქმედება, რადგან ამბობს, რომ ამ სემთხვევაში სარგებელს ნახავს მეორე მხარე,საქართველო კი დაზარალდება. ხომიზურაშვილს მაგალითად მოჰყავს ვაჭრობის თავისუფალი ხელშეკრულება ჩინეთთან, რომლითაც ექსპერტის მტკიცებიტ საქართველომ ბევრი წააგო და კიდევ ბევრს წააგებს. ექსპერტი გვიხსნის, რომ ყოველთვის მოგებაშია ის ქვეყანა, რომელსაც საექსპორტო საქონელი უფრო მეტი აქვს, ვიდრე საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი. ჩინური და ინდური იაფფასიანი პროდუქციის საქართველოში შემოსვლა ჩანასახშივე კლავს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივას. არსებული საგადასახადო რეჟიმის პირობებში ქართული ნაწარმი კონკურენციას ვერ უწევს.

აქედან გამომდინარე, თუ ანალიზსს ჩავატარებთ ვნახავთ, რომ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით, მეტ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გამოდის, რომ სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის უარყოფით სავაჭრო ბალანსზე მხოლოდ საზიანოა, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system