თავში

"ეკონომიკური ზრდის აღდგენა დაიწყო"

"ეკონომიკური ზრდის აღდგენა დაიწყო"
ეკონომიკური ზრდის აღდგენა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, აპრილში ყველა სექტორში შეინიშნება ბრუნვების ზრდა, გაზრდილია ექსპორტი, ასევე, შეინიშნება იმპორტის ზრდა, რასაც შემოსავლების განერირებაზეც აქვს დადებითი ეფექტი, ზრდის ტენდენციით ხასიათდება სავაჭრო ბრუნვები. ამაზე დაყრდნობით, საქართველოს  ფინანსთა მინისტრი აპრილში მარტში დაწყებული ეკონომიკური ზრდის ტემპის გაგრძელებას ელის. ლაშა ხუციშვილის წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტის 4%-იანი ზრდის ტრენდი აპრილში კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც წელს ბიუჯეტში გვაქვს განსაზღვრული - 4.3 პროცენტი, ამ მოცემულობიდან გამომდინარე არის რეალისტური“, - ამბობს მინისტრი.

მისივე შეფასებით, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ასევე, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ეკონომიკური აქტივობის შეჩერების შემდეგ, მარტში პირველად დაფიქსირდა 4%-იანი ზრდა, რაც პირველი ნიშანი იყო, რომ ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური ზრდის აღდგენა. ხუციშვილის განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დინამიკა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და, პირველ რიგში, ესაა პანდემია, ამიტომაც მინისტრი აუცილებლობად მიიჩნევს ვაქცინაციის ტემპის ზრდას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system