თავში

ეკონომიკური ზრდის გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე

ეკონომიკური ზრდის გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე
ეკონომიკური ზრდის გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე

საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა იგეგმება, ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი მომავალში რეალურ შესაძლებლობად მიიჩნევს, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ ზრდას არანაირი შედეგი არ მოყვება, თუ ეს ეფექტი მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება.

,,ლიდერი რომ ვიყო და ქვეყნისთვის სიკეთე მინდოდეს, მოსახლეობას შევთავაზებდი ისეთ ზრდას, რომელიც მათ კეთილდღეობაზე აისახება. მახსენდება კახა ბენდუქიძის ბოლო ვიდეო-ლექცია, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოში  ეკონომიკის ზრდა იქნება, მაგრამ ამით დასაქმების მაჩვენებელი ვერ გაუმჯობესდება. არ მესმის, თუკი მართლა გვინდა, რომ ეკონომიკა გაძლიერდეს და ხალხს ნორმალური პუირობები ჰქონდეს, პირობების გაუმჯობესება რატომ უნდა მოხდეს მოსახლეობის შემოსავლების ზრდის გვერდით ავლით, თუკი ტაღლითობას არ აქვს ადგილი? მეჩვენება, რომ მტავრობამ ისეთ მოდელს მიაგნო, რიოცა ეკონომიკის ზრდა კეთილდღეოიბას არ უკავშირდება. მოშიმშილე მოსახლეობით ევროკავშირის კარს არავინ გაგვიღებს. იმისთვის, რომ ზრდა იყოს და კეთილდღეობაც ახლდეს, საბანკო სისტემამ, ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობის საფუძველი უნდა შექმნას, რის პირობაც  იაფი კრედიტებია. შიდა ინვესტიციები ამ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური გზაა, რომელიც ყველა ნორმალურმა ქვეყანამ გამოიარა, მათ შორის, პატარებმაც, მაგალითად, სლოვენიამ, დანიამ და ესტონეთმაც კი, რომელიც ჩვენზე 2-ჯერ პატარა ქვეყანაა", - განმარტავს სიმონიშვილი.

ეკონომისტის თქმით, მთავრობის ამბიცია ორნიშნა ეკონომიკყურ ზრდასთან დაკავშირებით გადაჭარბებული არ არის, მაგრამ მას, სავარაუდოდ, ისევე ვერ იგრძნობს მოსახლეობა, როგორც ადრე, წლების განმავლობაში ვერ გრძნობდა.

,,ეპიდემია რომ გამოირიცხოს, არ ყოფილიყო, ეკონომიკის სწორი მართვით ჩვენ ამ ეტაპისთვის 7%-იან მაჩვენებლზე მოვახერხებდით გასვლას და შემდეგ უკვე რეალურად გავიდოდით ორნიშნა მაჩვენებელზეც. იმდენი შიდა და საგარეო ვალდებულებით არის ქვეყანა დამძიმებული, ძალიან რთულია რეალური წარმოების ზრდა. ხელისუფლება არა ლოზუნგების დონეზე, არამედ რეალურად უნდა იყოს სოციალურად ორიენტირებული, რომ ხალხმა დოვლათი შექმნას და თვითრეალიზაციის შეასძლებლობა ჰქონდეს,  ფულის დარიგებით ეს ვერ მიიღწევა. ამდენად, იმისთვის, რომ ეკონომიკურ ზრდას თან ახლდეს შემოსავლების ზრდაც, საჭიროა არა პირდაპირი უცხოური, არამედ შიდა ინვესტიციები, რომ მოგება ქვეყანაში დარჩეს", - აღნიშნავს სოსო სიმონიშვილი report.ge-თან.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს 2021 წლიდან სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით, ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება.

,,ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system