თავში

ეკონომიკური ზრდის რა პროგნოზი აქვს ფინანსთა მინისტრს

ეკონომიკური ზრდის რა პროგნოზი აქვს ფინანსთა მინისტრს
ეკონომიკური ზრდის რა პროგნოზი აქვს ფინანსთა მინისტრს

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ 2021 წლისთვის საქართველოს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება.

„სავალუტო ფონდის მისიასთან მქონდა მოკლე შეხვედრა, უშალედური შეხვედრა იყო ეს. საბოლოოდ შევჯერდით და მათ აქვთ მოლოდინი რომ ეკონომიკა წელს 5% -ით შემცირდება და შემდეგი წლის მაჩვენებლიც ასევე იქნება +5%. ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები პრაქტიკულად ყველა სექტორში ჩანს, ტურიმზის გარდა. ჩვენ ვხედავთ როგორც მშენებლობაში, ასევე სხვა სექტორებში, სოფლის მეურნეობაში, პრაქტიკულად, ძველ ნიშნულს უბრუნდება დინამიკა და ზრდის პროცესი. მიგვაჩნია, რომ ის ფისკალური პოლიტიკა, რაც მიმდინარეობს და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მიმდინარეობს, ეს ტემპი არ უნდა დავაგდოთ. პირიქით, 2021 წლისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რათა აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. მომდევნო რამდენიმე წელი კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ 2023 წლიდან უნდა დავუბრუნდეთ ძველ ნიშნულს, რაც არის სამ პროცენტზე ქვევით მაჩვენებელი. ეს არის ჩვენი ბუნებრივი, უსაფრთხო და ორგანული მაჩვენებლი", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system