თავში

ეკონომიკური ზრდის რისკფაქტორად ვაქცინაციის გაჭიანურება სახელდება

ეკონომიკური ზრდის რისკფაქტორად ვაქცინაციის გაჭიანურება სახელდება
ეკონომიკური ზრდის რისკფაქტორად ვაქცინაციის გაჭიანურება სახელდება

მსოფლიო ბანკი ეკონომიკური ზრდის რისკფაქტორად ვაქცინაციის გაჭიანურებას ასახელებს. ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის COVID-19-მდე არსებულ დონემდე აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, COVID-19-ის პანდემიამ და თანმდევმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მათივე განმარტებით, საერთაშორისო ტურიზმის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2%-იანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ კრიზისის შედეგად საქართველოში სიღარიბე 5 პროცენტულ პუნქტზე მეტად გაიზარდა.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სებასტიან მოლინეუსი აღნიშნავს, რომ როგორც 2021 წლის, ასევე შემდგომი წლების ეკონომიკური აღდგენა მნიშვნელოვანწილად ვაქცინაციის პროცესის წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2021 წლის შემდგომ პერიოდში დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებაზე და ასევე, საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციების შემოდინებაზე. მდგრადი და მტკიცე განვითარებისთვის საქართველოს დასჭირდება უწყვეტი ფოკუსირება COVID-19-ის ინფექციის გავრცელების შენელებაზე, ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე და ასევე, გრძელვადიანი გამოწვევების დაძლევაზე, მათ შორის, ორიენტირება ადამიანური კაპიტალის განვითარების, ინსტიტუციების გაძლიერების, ციფრული და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაზე,“ - ამბობს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system