თავში

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ტურიზმი პრიორიტეტად უნდა დარჩეს

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ტურიზმი პრიორიტეტად უნდა დარჩეს
ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ტურიზმი პრიორიტეტად უნდა დარჩეს

ეკონომისტების აზრით, მთავრობამ ტურიზმთან დაკავშირებით მიდგომა უნდა შეინარჩუნოს და დარგი ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩეს. report.ge-თან ,,ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" დამფუძნებელი, ეკონომისტი პაატა შეშელიძე ამბობს, პოსტეპიდემიურ პერიოდში, როცა ვირუსი აღარ იქნება, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ტურიზმი აღდგენა-განვითარების ახალ ეტაპს დაიწყებს, რასაც არც საქართველო უნდა ჩამორჩეს. კრიზისიდან გამოსვლა კი, როგორც შეშელიძე აღნიშნავს, სწორი ეკონომიკური გეგმით იქნება შესაძლებელია, რა მხრივაც მთავრობა მუშაობა უნდა გააქტიურიოს.

,,ეპიდემია გადაივლის და ტურიზმი თავისთავად აღიდგენს ძალებს, თუკი შესაბამისი ზომების მიღება დღესვე დაიწყება. კიდევ ბევრი იქნება ისეთი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას და დასვენებას გადაწყვეტს, ამიტომ ამ ადამიანებს ღირსეული მასპინძლობა უნდა გავუწიოთ. ცხადია, ტურიზმი ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო, ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ საქართველოსთვის ტურიზმი პრიორიტეტია და ასეთი მიდგომა ძალაში უნდა დავტოვოთ. ამისთვის უნდა შემუშავდეს მიდგომა, კონკრეტული გეგმა, როგორ გამოვა დარგი კრიზისიდან. რამდენადაც ვიცი, მუშაობა ამასთან დაკავშირებით დაწყებულია, რაც მაღალ დონეზე უნდა განხორციელდეს.  ტექნიკურად უნდა მოგვარდეს პრობლემა, რომ დამსვენებლებს კომფორტი შეუქმნან. მოქალაქეებს სჭირდებათ მეტი თავისუფლება და უსაფრთხოება. თვალყური უნდა ვადევნოთ, სხვა ქვეყნები ამ პრობლემას რამდენად გაართმევენ თავს, რა ნაბიჯები გადაიდგმევა, რომ ტემპს არც საქართველო ჩამორჩეს. თუკი ვთანხმდებით, რომ დამსვენებლებს მივიღებთ, უნდა ვიცოდეთ, რას ვთავაზობთ, რა პირობებს შევუქმნით. ცხადია, 1 წელიწადში ეპიდემიამდელ მდგომარეობასთან დაბრუნებას ტურიზმი შეძლებს, მაგრამ ეტაპობრივი აღდგენა სავსებით შესაძლებელია", - აცხადებს report.ge-თან პაატა შეშელიძე.

ცნობილია, რომ ტურიზმის აღდგენის გეგმა შემუშავდება, რომელსაც საქართველო USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით განახორციელებს.

გარდა ამისა, სადაზღვეო ინდუსტრიაში საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო COVID-დაზღვევის აუცილებლობაზე საუბრობენ. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში მხოლოდ მსჯელობის დონეზეა იდეა, რომ ტურისტებს სავალდებულო კოვიდ-დაზღვევა დაუწესდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system