თავში

ეკონომისტების ნაწილი შეზღუდვების გამკაცრების მომხრეა

ეკონომისტების ნაწილი შეზღუდვების გამკაცრების მომხრეა
ეკონომისტების ნაწილი შეზღუდვების გამკაცრების მომხრეა

ეკონომისტების უმეტესობა საქართველოს ეპიდვითარების ნორმალიზებისთვის შეზღუდვების გამკაცრებას აუცილეობლობად მიიჩნევენ. 

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ მიზნობრივი შეზღუდვები სასწრაფოდაა მისაღები. მისი აზრით, 1 კვირით დაგვიანებაც კი ქვეყანას უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში ჩააგდებს და "ბუნებრივი ლოკდაუნი" დადგება. 

"თუ მიზნობრივი შეზღუდვები სასწრაფოდ არ შემოვიღეთ, 1 კვირაში უკვე გვიან იქნება. სამწუხაროდ ბუნებრივი ლოქდაუნი დაგვიდგება. ზედმეტი რიცხვების გარეშე გეტყვით, რომ არ გვეყოფა: საწოლი ადგილები, ექიმი და აპარატურა. ფინანსურ ზარალზე კი საერთოდ საუბარიც არამაქვს... იმისთვის რომ ჩვენი ექიმების გმირობა და ჯანდაცვის სისტემის წარმატება შენარჩუნებულ იქნას, საჭიროა სასწრაფო წერტილოვანი შეზღუდვები. დარწმუნებული ვარ იძულებით ჩაკეტილ შობა - ახალ წელს, დაგეგმილი და ნაწილობრივი, ან სრულად გახსნილი შობა და ახალი წელი გვირჩევნია ყველას, რაც ჯერ კიდევ ძალიან რეალისტურია," - განმარტვას ექსპერტი.

ამავე აზრისაა ექსპერტი ოთარ ანგურიძეც.  მისი თქმით,ქვეყანა ახლა უიარაღო ომშია და ვირუსის ტალღის შეჩერება შეზღუდვებისა და ჩაკეტვების გარეშე შეუძლებელია. 

"გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ ვირუსის ტალღის შეჩერება შეზღუდვებისა და ჩაკეტვების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, თუ დროულად არ მივიღებთ შეზღუდვებს, შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მივიღოთ. ეკონომიკაზე რომ ვსაუბრობთ არ დაგვავიწყდეს რომ ჯანდაცვის სექტორიც ეკონომიკის ნაწილია და დღეს მთელი ზეწოლა სწორედ ჯანდაცვაზე მოდის რათა სხვა სექტორებმა იფუნქციონირონ. თუნდაც ნაწილობრივი ან/და წერტილოვანი ჩაკეტვებით.  ახალი წელი გვიახლოვდება, მაგრამ როგორ შევხვდებით მას წინასწარ ვერავინ იტყვის. მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ ყველაზე უჩვეულო ახალი წელი გვექნება. თავისი მოკრძალებული აღნიშვნებითა და მილოცვებით, რაც მომდინარეობს პანდემიიდან გამომდინარე. დღეს ნამდვილად შეგვიძლია მოვემზადოთ, რომ 2021 წელს შევხვდეთ უკეთესად ვიდრე სხვა ბევრი ქვეყანა,"ამბობს ანგურიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system