თავში

ატამი წიწაკით, ჟოლო ვარდით და ყურძენი ნიგვზით - ექსკლუზიური მურაბები ქართველ მომხმარებელს

ექსკლუზიური მურაბები ქართველ მომხმარებელს
ატამი წიწაკით, ჟოლო ვარდით და ყურძენი ნიგვზით - ექსკლუზიური მურაბები ქართველ მომხმარებელს

დღეიდან ბაზარზე მურაბების ახალი მწარმოებელი კომპანია „ვერველევი“ გამოჩნდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, მაკა მეტრეველმა Report.ge-ს უთხრა, წარმოების პირველი სერია დაახლოებით 2 500 ქილა მურაბა იქნება და ამ ეტაპზე მხოლოდ აბაშიძის ქუჩაზე „ლიკას საკონდიტროში“ გაიყიდება. სამომავლოდ მაკა მეტრეველი პროდუქტს ტურისტულად აქტიურ ზონებშიც შეიტანს. მეწარმე პირველად თბილისის, ქუთაისის და ბატუმის აეროპორტებში შესვლას გეგმავს. რაც შეეხება მურაბების საფასო პოლიტიკას, მისი გასაყიდი ფასი 7 ლარიდან 15 ლარამდე იქნება.

„გვაქვს როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული მურაბები. ჯამში 20-22 სახეობა, მათ შორის: ატამი წიწაკით, ასევე არის ჟოლო ვარდით და ყურძენი ნიგვზით. ყველაფერს სახლში დიასახლისების მიერ მომზადებული მურაბების გემო აქვს. ზამთრის სეზონზე ლიმონის ჯინჯერით გაკეთებას ვაპირებ და ხარისხიანი ქართული კომშით მომხმარებელს კომშის მურაბასაც შევთავაზებ. მურაბების ფასს ქილების ზომის და მასში განთავსებული შემადგენლობის მიხედვით განვსაზღვრავ“- აღნიშნა მაკა მეტრეველმა.

„ვერველევის“ ბიზნესმოდელი პროდუქციის რაოდენობის ზრდაზე ორიენტირებული არ არის და მურაბები ბაზარზე სეზონის მიხედვით,  სხვადასხვა ხილის შემოსვლასთან ერთად გაიყიდება. მეწარმე ჯერ ექსპორტზე არ ფიქრობს. მისი აზრით, წმინდა ბიზნესისა და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ყველა მეწარმე ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაზე უნდა ფიქრობდეს.

"წარმოების დაწყებისთანავე რომ ექსპორტზე ფიქრობენ, ჩემი აზრით, ეს სწორი არაა არც ბიზნესის და არც სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში. ჯერ შენი მომხხმარებელი უნდა დააკმაყოფილო, რაღაცნაირად ამას ზურგის ტვინით უნდა გრძნობდე. ამით შენც მოიგებ და შენი მომხმარებელიც. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იფიქრო ექსპოტზე. ექსპორტი ძალინ კარგი საშუალებაა დამატებითი თანხის მოსაზიდად, შემოსავლის გასაზრდელად, მაგრამ ხარისხიანი და კარგი ნაწარმის გარეთ გატანა და ადგილობრივი ბაზრის ჩინური და სხვა ქვეყნის დაბალხარისხიანი პროდუქტისთვის დატოვება სწორი არაა," - ამბობს მაკა მეტრეველი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system