თავში

ექსპერტები დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენას პროგნოზირებენ

ექსპერტები დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენას პროგნოზირებენ
ექსპერტები დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენას პროგნოზირებენ

"ბიზნეს-სუბიექტების მოლოდინები პოზიტიური ცვლილებებთან დაკავშირებით არის კარგი იდიკატორი იმის, რომ ეკონომიკამ შეიძლება დაიწყოს გამოცოცხლება,"- ასე აფასებს სოციალურ ქსელში ეკონომისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ბიზნესის მოლოგინის გაუმჯობესებას დასაქმებასთან დაკავშირებით.

ექსპერტის შეფასებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საყურადღები კვლევა ჩაატარა, სადაც . ქვეყნის უმსხვილესი კომპანიებია გაწევრიანებული. მჭედლიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ კვლევის მიხედვით 400 გამოკითხულ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ დასაქმების თვალსაზრისით ვითარება უნდა გაუმჯობესდეს.

"ეს არის მცირე ოპტიმიზმი, მაგრამ თუ გავითვალიწინებთ მსოფლიოში არსებულ ვითარებას კატასტროფულად გაზრდილ უმიშევრობასთან დაკავშირებით, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენი კომპანიები თანდათანობით დაიწყებენ თანამშრომელთა დასაქმებას და სამუშაო ადგილების აღდგენას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკაში სიტუაცია მარტივია, მაგრამ ბიზნეს-სუბიექტების მოლოდინები პოზიტიური ცვლილებებთან დაკავშირებით არის კარგი იდიკატორი იმის, რომ ეკონომიკამ შეიძლება დაიწყოს გამოცოცხლება," - წერს ექსპერტი.იგივე პოზიცია აქვს ექსპერტ სოსო არჩვაძესაც. მისი ვარაუდით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 120 ათასით გაიზრდება. 

შეგახსენებთ, BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია. ცნობისთვის, პოზიტიური მოლოდინი შენარჩუნებულია ბიზნესის ინდექსშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system