თავში

ექსპერტები ეროვნულ ბანკს პოლიტიკას უწუნებენ

ექსპერტები ეროვნულ ბანკს პოლიტიკას უწუნებენ
ექსპერტები ეროვნულ ბანკს პოლიტიკას უწუნებენ

მა შემდეგ რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საკანონდებლო ორგანოს  მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტი გააცნო, ექსპერტების ნაწილმა კობა გვენეტაძის გეგმა დაიწუნა. 

საქმე ისაა, რომ ოქტომბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ჯამში, მონეტარული პოლიტიკის უკანასკნელ სამ სხდომაზე, 1.5 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე. ოქტომბერშივე წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა. სპეციალისტებს ეჭვი ეპარებათ გვენეტაძის მეირ დაანონსებული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის (3%-ის) მიღწევაში.

დეპუტატების წინაშე საკუთარ გამოსვლაში კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი ფიქრობს, რომ მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გაუმართლებული იქნება. მისი თქმით, ინფლაციური მოლოდინების დროს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მაშინ აქვს ეფექტი, როცა დოლარიზაციის კოეფიციენტი გაქვს დაბალი. 

"ჩვენთან კი ამ ეტაპზე სესხების დოლარიზაცია 57 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი გვაქვს სუსტი და ეროვნული ბანკი თავის უმთავრეს ინსტრუმენტს, რეფინანსირების განაკვეთს ეფექტურად ევრ გამოიყენებს და შედეგებს მოგვცემს კონტრპროდუქტიულს. ისეთებს როგორიცაა შეფერხებული ეკონომიკური ზრდა და გაძვირებული სესხები. ასეთ ვითარებაში ერთ-ერთი საუკეთესო გზა ლარის მიმართ ნდობის განმტკიცებაა მოსახლეობაში, რაც გრძელვადიანი პერიოდის მიზანია და რათქმაუნდა დოლარიზაციის კოეფიციენტის ეტაპობრივი შემცირება, რაც ეკონომიკის გაჯანსაღების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს," - ამბობს გულბანი.

ამ მოსაზრებას იზიარებს ეკონომიკის ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძეც, რომელსაც კობა გვენეტაძის გეგმის უზუსტობის დასამტკიცებლად თურქეთის მაგალითი მოჰყავს.

"ასე ზარდა თურქეთმაც რეფინანსირების განაკვეთი და საბოლოო ჯამში მიიღო ეკონომიკის ვარდნა 7.4 %-დან -2.5 % ზე. ეგ იმის ბრალია, რომ სებ-მა თავის დროზე ვერ გათვალა პოლიტიკური რისკების ზეგავლენა ეკონომიკაზე და სავალუტო კურსზე ანუ შესაბამისად ბაზარზე ჩარევაც დააგვიანა. ეს დაახლოებით იგივეა, რაც წყალდიდობის პროგნოზზე არხებს რომ წმენდენ მოსალოდნელი ზარალის პრევენციისათვის და თუ დააგვიანეს ზარალიც გაცილებით დიდი იქნება," - განაცხადა ექსპერტმა.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის, ასოცირებული პროფესორის, ვახტანგ ჭარაიას, აზრით კი, უფრო მაღალმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა მაღალი ალბათობით შესაძლოა ინფლაცია მართლაც მოთოკოს, მაგრამ დიდი რისკია, რომ ამას შეეწიროს ეკონომიკური ზრდა, რითაც უფრო მეტად ვიზარალებთ.

"წლებია ვამბობთ, მეც და ჩემი მეგობრებიც, რომ არ შეიძლება ეროვნულ ბანკს ჰქონდეს მხოლოდ ინფლაციის კონტროლის ვალდებულება, მითუმეტეს როდესაც ღარიბ, იმპორტდამოკიდებულ, მაღალდოლარიზებულ, ფინანსურად გაუნათლებელ, ოლიგოპოლიაწალეკილ და კიდევ არ გავაგრძელებ რა ნეგატიურ ელემენტმატარებელ ქვეყანაზე გვაქვს საუბარი... უფრო მაღალმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა მაღალი ალბათობით შესაძლოა ინფლაცია მართლაც მოთოკოს, მაგრამ თუ ამას ეკონომიკური ზრდა გადავაყოლეთ, რას ვიგებთ?

ექსპერტების მტკიცებით, კანონი ეროვნული ბანკის შესახებ არის დასახვეწი, მიზნობრივი მაჩვენებელი კი უნდა გახდეს მრავალწახნაგოვანი!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system