თავში

ექსპერტი: ფასების ზრდა გარდაუვალია

ექსპერტი: ფასების ზრდა გარდაუვალია
ექსპერტი: ფასების ზრდა გარდაუვალია

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების საკითხს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, მთავრობა შეზღუდვებში ზომიერია. 

„ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების სტრუქტურას რომ შევხედოთ, შეიძლება ითქვას, მინიმალურ ზღვარზე გაიარა მთავრობამ, რადგან შეეძლო, უფრო მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა. მაგალითად, გვქონდა შეზღუდვები გაზაფხულზე, როცა მთავრობამ ყველაფერი ჩაკეტა. მაშინ უფრო მძიმე სიტუაცია იყო ეკონომიკურადაც, სოციალურადაც. ის, რომ დღეს პრაქტიკულად სრული ჩაკეტვა შეეხო საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არის ის მინიმალური ნაბიჯი, რომელიც შეიძლებოდა, მთავრობას გადაედგა ამ ეტაპზე. შემდეგ დაკვირვება აჩვენებს, რამდენად იქნება საჭიროება იმისა, რომ უფრო მეტად გამკაცრდეს ეს შეზღუდვები. ვიტყოდი, რომ ეს ნაბიჯი ყველა შემთხვევაში გადასადგმელი იყო. ასევე, ვხედავთ, რომ ბევრ ქვეყანაში უფრო მკაცრი „ლოქდაუნებია“," - ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ  ფასების ზრდა გარდაუვალია გარკვეულ პროდუქტებზე. 

"როდესაც ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რამდენად საკმარისია ის საკომპენსაციო პაკეტი, რაც ხელისუფლებამ დააწესა, ყველა ადამიანი იტყვის, რომ არაა საკმარისი, მეც გეთანხმებით, რომ არაა საკმარისი. მაგრამ მეორეა, რისი შესაძლებლობა აქვს ჩვენს ეკონომიკას, რომ დაეხმაროს მოსახლეობას“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

შეგახსენებთ, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი რეგულაციები ხვალიდან ამოქმედდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“) ასევე, თბილისში თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system