თავში

ექსპერტი: საჰაერო საზღვრების გახსნა დაგვიანებულია

ექსპერტი: საჰაერო საზღვრების გახსნა დაგვიანებულია
ექსპერტი: საჰაერო საზღვრების გახსნა დაგვიანებულია

"5 ქვეყნისთვის საზღვრის უპირობოდ გახსნა, თუ ტურიზმის დასახმარებლად გადაიდგა, სამწუხაროდ, დაგვიანებულია," - ასე აფასებს საჰაერო საზღვრების გახსნას ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია report,ge-სთან საუბრისას.

ექსპერტი ამბობს, რომ დღეს ვერც მთავრობამ და ვერც მოწვეულმა უცხოელი ექსპერტების ჯგუფმა ვერ გაანალიზა საქართველოს პოტენციალი და ქართული ბიზნესის თავისებურება, მისი ქცევა ეკონომიკური კრიზისების შემთხვევაში, მითუმეტეს მაშინ როდესაც ეკონომიკა მედიცინის გავლენის ქვეშაა .

"უდაოა, რომ მსოფლიოში ახალი ეკონომიკური წესრიგი უნდა დამყარდეს. მაშინ როდესაც „კორონაეკონომიკის" და თუნდაც მანამდე მსოფლიო ეკონომიკაში ( გინდაც პოლიტიკაში) მიმდინარე ნეგატიური პროცესების და შეცდომების გადაფარვა შესაძლოა სადმე ლოკალური ომითაც კი გადაიტვირთოს, (თუნდაც უკვე არის ნიშნები ჩინეთ ინდოეთს შორისაც მოხდეს გარკვეული დაძაბულობა), ჩვენთვის ცოტა არ იყოს გაკვირვებას იწვევს აღფრთოვანება იმ უცხოელი ექსპერტებისა, რომელიც მთავრობის მიერ ამ სულ რაღაც ექვსი თვის განმავლობაში, პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას ძალიან სწორს და დროულს უწოდებენ. ვთქვათ სიმართლე, ეს ექსპერტები ხო არ იყვნენ ადრეც, როდესაც წინა და ამ ახალმა მთავრობასაც უწონებდნენ ეკონომიკურ კურსს და შექებ-„გაპრავებებით“ ქვეყნის ეკონომიკის ლომის წილი ტურიზმის სექტორს რომ დაუკავშირა? ვიცით არ გიყვართ კრიტიკა, მაგრამ თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები მოსასმენად და სლაიდ შოუების სახით საყურებლად მშვენივრად ჟღერს და გამოიყურება, თუმცა როგორ მოქმედებს ადგილებზე თქვენივე გადაწყვეტილებების შემდგომი სვლა და განვითარება ეს მეორე საკითხია. ამ უკანასკნელზე პასუხს შემოდგომაზე გავიგებთ, როდესაც გაკოტრებული კომპანიების რიცხვი მინიმუმ გაორმაგდება და შესაბამისად უმუშევრართა რაოდენობა მოიმატებს. ჩვენ ჩვენის მხრივ ადრეც ბევრჯერ დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი და რეცეპტებიც მოგეცით მაგრამ ამაოდ. რეკომენდაციების მოცემას აწიც გავაგრძელებთ,არა იმიტომ რომ გაითვალიწინებთ ან შეისმენთ რაიმეს, არა უბრალოდ წესრიგის მიზნით. აი კიდევ მთავარი რეკომენდაცია: თუ ეკონომიკური პოლიტიკა რადიკალურად არ შეიცვლება,რომელიც თავისთავად მოიცავს კადრების შეცვლას როგორც მთავრობაში ასევე ცენტრალურ ბანკში ვერანაირი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არ გვექნება," - მიმართავს ფეისბუქპოსტში ანალიტიკოსი მთავრობას.

საზღვრების უპირობოდ გახსნას არ იწონებს ოპოზიციაც.

შეგახსენებთ, ქვეყანამ ავიასივრცე რეგულარული საერთასორისო ფრენებისთვის მხოლოდ 5 ქვეყანასთან გახსნა. ესაა გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

საქართველო ინტენსიურ ჩარტერულ ფრენებს ინარჩუნებს.

ევროკავშირმა კი საქართველოს ავიასივრცე 1 ივლისიდან გაუხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system