თავში

ექსპერტი: საქართველო ინვესტორებისთვის გრძელვადიანი ინტერესის ობიექტია

ექსპერტი: საქართველო ინვესტორებისთვის გრძელვადიანი ინტერესის ობიექტია
ექსპერტი: საქართველო ინვესტორებისთვის გრძელვადიანი ინტერესის ობიექტია

უცხოელი ინვესტორების ჩაგვრის ზღაპარი კიდევ ერთხელ გაქარწყლდა.

ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი, ეკონომიკის ექსპერტი, ვახტანგ ჭარაია, სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს, რომ, ცალკეული სუბიექტების მხრიდან საქართველოსთვის უარყოფითი საინვესტიციო იმიჯის შექმნის მცდელობის მიუხედავად, ქვეყანაში მყოფმა უცხოელმა ინვესტორებმა თავიანთი ქმედებით, კერძოდ - მთლიან ინვესტიციაში 60.8 პროცენტიანი რეინვესტირებით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ საქართველო მათთვის გრძელვადიანი ინტერესის ობიექტია და სხვათა შორის იმისაც რომ მათ სჯერათ ქვეყნის პოსტკრიზისული წარმატებისაც.

"მდგომარეობა შედარებით განსხვავებულია 2020 წლის პირველი 2 კვარტლის ჯამური შედეგებით, ამ შემთხვევაში ვარდნა 25%-იანია, გამომდინარე პირველი კვარტლის მნიშვნელოვანი ჩამორჩენისა. თუმცა, ის მაინც ნაკლებია, თითქმის ნახევარი იმ 40%-იანი ნაპროგნოზირები ვარდნისა, რომელიც გლობალურად გახლდათ დაანონსებული. საბოლოო ჯამში, აპრილი-ივნისის შედეგების პოზიტიურ ტრენდზე გადასვლა, მომდევნო კვარტლებშიც იმედის გამჩენია," - წერს ექსპერტი.

შეგახსენებთ, „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.5 პროცენტით მეტია 2019 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ქვეყანაში შემოდის ხარისხიანი ინვესტიციები, რომელსაც მოყვება არა მხოლოდ ფინანსური რესურსი და დასაქმება, ასევე ახალი სამეწარმეო კულტურა და ახალი ტექნოლოგიები.

ცნობისთვის, უცხოური ინვესტიცეიბუის ზრდის პარალელურად, გაზრდილია რეინვესტირების მაჩვენებელიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილის შეფასებით, ინვესტიციებისა და რეინვესტირების ზრდით დასტურდება, რომ ინვესტორები ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას ენდობიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system