თავში

ექსპერტი: Wizz Air-ს ნაკისრი ვალდებულების შესრულება უნდა მოეთხოვოს

ექსპერტი: Wizz Air-ს ნაკისრი ვალდებულების შესრულება უნდა მოეთხოვოს
ექსპერტი: Wizz Air-ს  ნაკისრი ვალდებულების შესრულება უნდა მოეთხოვოს

Wizz Air-ის მიერ საქართველოს საავიაციო ბაზრიდან გასვლას სექტორის წარმომადგენლების მხრიდან პირველი შეფასება მოჰყვა. ავია ექსპერტი იასე ზაუტაშვილი პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს, რომ ავიაკომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უნდა მოეთხოვოს. როგორც ის report.ge- თან განმარტავს, ავიაკომპანია ათეულობით მილიონი დოლარის დაფინანსებას იღებდა საქართველოს ბიუჯეტიდან წლების განმავლობაში მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს ბაზარზე ყოფილიყო წარმოდგენილი, ამიტომ მასთან დადებული ხელშეკრულების პირობები გადახედვას საჭიროებს.

,,covid-19-ის შემდეგ, თუ რომელიმე სექტორს მძაფრად შეეხო კრიზისი, ერთ-ერთი პირველი ტურიზმის სფეროა, მათ შორის საავიაციო ბიზნესი. აშშ-ში 250  მილიონიანი ზარალი განიცადეს ავიაკომპანიებმა, ბევრ ევროპულ ქვეყანაში ავიაკომპანიები გაკოტრდნენ ან გაკოტრების პირას არიან. განსაკუთრებით ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები დაზარალდნენ და Wizz Air ერთ-ერთი მათგანია. როგორი მიზეზიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ავიაკომპანია ათეულობით მილიონი დოლარის დაფინანსებას იღებდა საქართველოს ბიუჯეტიდან დიდი ხნის განმავლობაში. გამოდის, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული ჩაიდეს ჯიბეში, ახლა რაღაცაზე გაგვიბრაზდნენ თითქოს და გადიან ბაზრიდან. ეს არის მათი მხრიდან აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, მეორე საკითხია, რამდენად აწყობთ ან არ აწყობთ ამის გაკეთება. მთავრობამ თუკი ისე  ხელშეკრულებაში არანაირი ვალდებულება არ ჩადო და ისე აძლევდა ფულს, მინიმუმ შეცდომაა, თუ არა დიდი დანაშაული. მათი ქმედება არალოგიკურია და ისინი ვალდებული არიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები შეასრულონ", - აცხადებს იასე ზაუტაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, Wizz Air საქართველოში ბაზას დროებით აუქმებს, თუმცა ის საქართველოს ავიაბაზარს არ ტოვებს და რეისების შესრულებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაგრძობს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მოგვიანებით, კომპანიის ოფიციალური განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ Wizz Air აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია  მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system