თავში

ექსპლუატაციაში შესვლამდე შენობა-ნაგებობის რემონტი იკრძალება

ექსპლუატაციაში შესვლამდე შენობა-ნაგებობის რემონტი იკრძალება
ექსპლუატაციაში შესვლამდე შენობა-ნაგებობის რემონტი იკრძალება

თბილისის მერიის მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტის მიხედვით, კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლამდე შენობა-ნაგებობაში კომუნიკაციების შეყვანა და რემონტი იკრძალება.

კერძო სექტორის განმარტებიტ, ცვლილებები სირთულეებს მოუტანს როგორც სამშენებლო კომპანიიებს, ისე ბინის მესაკუთრეებს.

“ჩვენ აქამდე ვახერხებდით იმას, რომ ობიექტზე კომუნიკაციები, ელექტროენერგია, წყალი და გაზი ჩაგვერთო იმისთვის, რომ მომხმარებლებს შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე რემონტი გაკეთებინათ. დაგეგმილი რეგულაციების გამო ბიზნესს გეგმების გადალაგება მოუწევს. ეს კი დროში აუცილებლად გაახანგრძლივებს ეკონომიკურ პროცესებს, უფრო შეანელებს მომხმარებელსა და მშენებელს შორის პროცესის დაფინანსებას. ორივე მხარე საბანკო კრედიტებით ოპერირებს და ეს ფული რაც უფრო დიდხანს იქნება დროში გაწელილი, უფრო ძვირი დაუჯდება. არ გამოვრიცხავ, რომ ამან ბინები გააძვიროს,“- ამბობენ მენაშენეთა aსოციაციაში. 

ცნობისთვის, „სამშენებლო ამნისტიის“ შესახებ კანონპროექტი თბილისის მერიამ მოამზადა და უკვე პარლამენტშია ინიცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system