თავში

ექსპორტი 1.7 პროცენტით შემცირდა

ექსპორტი 1.7 პროცენტით შემცირდა
ექსპორტი 1.7 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 778.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 69.3 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით შემცირდა და 539.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

სამ თვეში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 79.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 97.1 მლნ. აშშ დოლარით, ბულგარეთი – 83.1 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი – 82.6 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს 159.0 მლნ. აშშ დოლარით, სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.5 პროცენტს შეადგენს.

უფრო დეტალურად:

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის პირველ კვარტალში ქვეყნის 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირდა, უფრო დეტალურად ექსპორტის სტატისტიკა ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $158.9 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 17.1%;
2. მსუბუქი ავტომობილები - $127.9 მილიონი მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 26%;
3. ფეროშენადნობები - $58.1 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 39.1%;
4. ღვინოები - $44.2 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 9.6%;
5. აზოტოვანი სასუქები - $30.4 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 14.2%;
6. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $27.6 მილიონი აშშ დოლარი, (2019 წელს ამ კატეგორიის საქონლის ექსპორტი არ ფიქსირდებოდა);
7. მინერალური და მტკნარი წყლები - $26.4 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 11.3%;
8. სპირტიანი სასმელები - $25.5 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 9.2%;
9. ოქრო - 19.8 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 19.6%;
10. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $12.2 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 76.8%. 

სხვა ყველა დასახელების საქონლის ექსპორტია - $248 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 12.8%-ია. 

ცნობისთვის, საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებია13 აპრილს გამოაქვეყნა.

დღეს კი დეტალური ანგარიში წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system