თავში

ექსპორტის განვითარების ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს 

​ექსპორტის განვითარების ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს 
ექსპორტის განვითარების ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს 

ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭომ თავმჯდომარედ ანი კვარაცხელია აირჩია, ხოლო ასოციაციის მმართველ და მრჩეველთა საბჭოს 3 ახალი წევრი შეემატა - ნიკა ქურდიანი, დათუნა რაქვიაშვილი და მამუკა ბერიაშვილი.

ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელია 2011 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ქართული კერძო სექტორის განვითარების სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში. მათ შორისაა, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ღვინის კამპანია აზიაში (2011-2012), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმა 2013 წელს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს (აწარმოე საქართველოში) შექმნა, რომელსაც იგი 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა; ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგია და ექსპორტის დაკრედიტების სქემების საქართველოში დანერგვის იდეა. 2017-2019 წლებში კი ანი კვარაცხელია აქტიურად იყო ჩართული ანაკლიის პორტის, ქალაქისა და ეკონომიკური ზონის განვითარებაში, როგორც „სს ანაკლია სითის“ დირექტორის მოადგილე.



ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს. ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით.EDA აერთიანებს ასამდე ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმესა და მომსახურების მიმწოდებელს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system