თავში

ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტი იზრდება

​ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტი იზრდება
ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტი იზრდება

„ეკონომიკური გაჯანსაღების ფონზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

მისი განმარტებით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ექსპორტი 8,6 პროცენტით გაიზარდა და 332 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

"მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში მკვეთრად იზრდება ადგილობრივი ექსპორტი. მისი ზრდა სექტემბერში 27 პროცენტია, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა კი 240 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ასევე ძალიან პოზიტიურია, რომ ჩვენ გვაქვს საქონლით სავაჭრო დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარები," - ამბობს მიქაბაძე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის ძირითადი ზრდა დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, სპილენძის მადნების და კონცენტრატების, თხილისა და კაკლის, ოქროს, სპირტიანი სასმელებისა და და ტრიკოტაჟის ნაწარმის მიმართულებით.

ადგილობრივი ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 71.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით გაიზარდა და 1 720.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system