თავში

ექსპორტით საქართველომ 378.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

ექსპორტით საქართველომ 378.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო
ექსპორტით საქართველომ 378.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

2021 წლის აპრილში საქართველოდან ექსპორტმა $378.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით ანუ $156 მილიონით მეტია. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს გამოქვეყნებული აპრილის საგარეო ვაჭრობის ანგარიშიდან.

შეგახსენებთ, 2020 წლის აპრილში საქართველოში მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებდა და მაშინ ყველაზე დაბალი, $222-მილიონიანი, ექსპორტი დაფიქსირდა, თუმცა 2021 წლის აპრილის ექსპორტი კრიზისამდელი პერიოდის ექსპორტსაც აღემატება 21.6%-ით. 2019 წლის აპრილში საქართველოს ექსპორტი $311 მილიონი იყო.

რაც შეეხება, 2021 წლის 4-თვიან ჯამს, იანვარ-აპრილში ექსპორტმა 1.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 16.6%-ით აღემატება. 10%-ით იმატა და $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა  საქართველოს იმპორტმა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1.53 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system